სააკაშვილის მაშველი რგოლი წინასაარჩევნოდ აჭარაში დაბრუნდა. ზელენსკის ფავორიტმა და უკრაინაში ბათუმის აღმშენებლად გასაღებულმა ვარშალომიძემ რეალური პოლიტ ბიოგრაფია დიდხანს იქაც ვერ დამალა, – განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გადაცემა „იმედის კვირის“ წამყვანმა, ირაკლი ჩიხლაძემ.
„ახლა, როგორც საქართველოში, უკრაინაშიც კარგად იციან, რამდენად მძიმე და ტრაგიკული იყო სააკაშვილის და ვარშალომიძის მმართველობის წლები აჭარისთვის.
დღეს რომ ქართველი ფეხბურთელების გამარჯვებით ამაყობენ, გვინდოდა კითხვა დაგვესვა ბატონი ვარშალომიძისთვის, იმითაც ამაყობს თუ არა, რომ თავის დროზე ბათუმს ერთადერთ საფეხბურთო სტადიონი დაუნგრია.
ამაყობს თუ არა იმით, რომ მიითვისეს მოქალაქეების მიწები, გაყიდეს, თავად კი ბიზნესები ააწყვეს და ვილებიც შეიძინეს საზღვარგარეთ.
კითხვები კიდევ ბევრი გვაქვს, თუმცა, ვარშალომიძე არ არის ის პოლიტიკოსი, რომელიც პასუხებისთვის მზად არის. უკრაინაში გადასახლებული სააკაშვილის ხელის ბიჭი ფეოდალი ლევან ვარშალომიძე წინასაარჩევნოდ ბათუმში დაბრუნდა. რა თქმა უნდა, უცვლელი მიზნებით, როგორმე „ნაცმოძრაობას“ აჭარაში ხმები შეუკოწიწოს.
როგორ გააკულაკა სააკაშვილ – ვარშალომიძის ტანდემმა აჭარა – ნახეთ სანდრო გამსახურდიას სპეციალური რეპორტაჟი“ – აღნიშნა ირაკლი ჩიხლაძემ.