ძალიან ცოტა ამერიკელი აცნობიერებს, რომ თუ ტრამპს არ აირჩევენ, ეს იქნება ბოლო არჩევნები აშშ-ში, – განაცხადა SpaceX-ის დამფუძნებელმა, ილონ მასკმა.
ილონ მასკის თქმით, დონალდ ტრამპი ქვეყანაში დემოკრატიის გადარჩენის ერთადერთი გზაა.
„თუ 20 არალეგალი მიგრანტიდან ერთიც კი გახდება მოქალაქე წელიწადში, რასაც „დემოკრატები“ აჩქარებენ, ეს იქნება დაახლოებით 2 მილიონი ახალი კანონიერი ამომრჩეველი ოთხ წელიწადში“, – აღნიშნა ილონ მასკმა.
„მერყევ შტატებში ხმების სხვაობა ხშირად 20 ათას ხმაზე ნაკლებია. ეს ნიშნავს, რომ თუ „დემოკრატიული“ პარტია წარმატებას მიაღწევს, მერყევი შტატები აღარ იარსებებს“, – განაცხადა ილონ მასკმა.
მისი თქმით, აღნიშნული სცენარის შემთხვევაში, ამერიკა გახდება ერთპარტიული სახელმწიფო, ხოლო დემოკრატია დასრულდება.
კომენტარები