ახლო აღმოსავლეთის რეგიონში კონფლიქტის ესკალაცია არცერთი მხარის ინტერესში არ შედის. მისი გადაჭრის დიპლომატიური გზები ჯერ ისევ არსებობს, ნათქვამია „დიდი შვიდეულის“ განცხადებაში.
„გამოვხატავთ რა, სერიოზულ შეშფოთებას უკანასკნელი რამდენიმე საათის განმავლობაში ესკალაციის გამო, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ რეგიონული კონფლიქტი არცერთი მხარის ინტერესში არ შედის, და მისი დიპლომატიური გადაწყვეტა ჯერ ისევ არსებობს“, – ნათქვამია „დიდი შვიდეულის“ ლიდერების ერთობლივ განცხადებაში.
განცხადების ტექსტში აგრეთვე ნახსენებია გაეროს რამდენიმე რეზოლუცია, რომელიც ღაზის სექტორში სამეტაპიანი ცეცხლის შეწყვეტას და „ჰამასის“ მიერ ტყვედ აყვანილი ადამიანების გათავისუფლებას გულისხმობს.
აშშ-ის, საფრანგეთის, კანადის, ბრიტანეთის, გერმანიის, იაპონიის და იტალიის ლიდერების მოლაპარაკებები იტალიური მხარის, როგორც ორგანიზაციაში თავმჯდომარე ქვეყნის ინიციატივით მოხდა.
ქვეყნების ლიდერებმა განიხილეს აგრეთვე საპასუხო ზომები ირანის წინააღმდეგ, რომელმაც ისრაელი ბალისტიკური რაკეტებით დაბომბა. იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ მოლაპარაკებების დროს ლიბანში გაეროს სამშვიდობო მისიის გაძლიერების ინიციატივით გამოვიდა.