ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ დებატებზე ევროპარლამენტის წევრმა, პეტრას აუსტრევიჩიუსმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობის ქმედებებმა ქვეყანა არაევროპული გზით წაიყვანა.
„მმართველი პარტიის მიერ ე.წ. ოჯახური ღირებულებების გამო შექმნილი საზოგადოებრივი ისტერია მხოლოდ ადასტურებს მის გადაწყვეტილებას ულტრარადიკალურ პოპულიზმს მიმართოს“, – აღნიშნა პეტრას აუსტრევიჩიუსმა.
„ამ შემთხვევაშიც ვიმეორებ და ვუერთდები მოწოდებას პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლების შესახებ“, – დასძინა მან.
კომენტარები