რუსეთმა უნდა შეწყვიტოს ფარისევლობა და სხვა ქვეყნებთან ერთად იმუშაოს, რათა სირიაში ბოლო მოეღოს სამოქალაქო ომს, – განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-მარკ ეირომ.
„დიდი შვიდეული ნათლად დაუფიქსირებს რუსეთს, რომ ეს ფარისევლობა უნდა შეწყდეს. რუსეთი ჩართული უნდა იყოს პოლიტიკურ პროცესში, რათა იმ სიტუაციიდან გამოვიდეთ, სადაც აღმოვჩნდით“, – განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისი თქმით, აშშ-ის მიერ სირიაში ავიაბაზის დაბომბვამ შესაძლებლობის პატარა ფანჯარა გააღო, რათა კონფლიქტი დასრულდეს.
მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესების საკთხი დიდი შვიდეულის შეხვედრაზე არ იყო მიღებული.
გუშინ იტალიაში დიდი შვიდეულის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა.
კომენტარები