ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ გარკვეული პრობლემები შექმნა. უხვმა ნალექმა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და საკარმიდამო ნაკვეთები დატბორა.
არსებულ ვითარებას ადგილზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელთან ნინო ვიბლიანი გაეცნენ. ჩატარდა სალიკვიდაციო სამუშაოები, რომელშიც კეთილმოწყობის მართვის ცენტრის სპეციალური ტექნიკა იყო ჩართული.
კომენტარები