ოპოზიცია უკვე არის გუშინდელი დღე. თან ის კარგავს აქტუალობას, რადგან მსოფლიოში აქტუალური იყო ომის თემა და დღეს აქტუალურია მშვიდობაზე ზრუნვა, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.
„ოპოზიცია უკვე არის გუშინდელი დღე. თან ის კარგავს აქტუალობას, რადგან მსოფლიოში აქტუალური იყო ომის თემა და დღეს აქტუალურია მშვიდობაზე ზრუნვა. პრეზიდენტ ტრამპის განცხადებები არის მკვეთრად მიმართული მშვიდობისკენ და ქართული ოპოზიციის უდიდესი ნაწილი, აგენტურა გამოყენებული იყო საქართველოს ომში ჩართვისათვის. დღეს ეს აქტუალობა იკარგება.
ასევე დასავლელი პოლიტიკოსების ის ნაწილი, რომელიც ცდილობს რამენაირად ადგილობრივი ოპოზიციის რეანიმაცია მოახდინოს, ისინიც კარგავენ თავად დასავლეთში საკუთარ პოზიციებს. ევროკავშირში არჩევნები როდესაც ჩატარდა, ორმა ლიდერმა ფაქტობრივად თავისი პოზიციები არათუ დათმო, ამომრჩეველმა დაათმობინა, მაკრონს და შოლცს ვგულისხმობ“, – აღნიშნა ხუნდაძემ.