საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა ეუთო/ოდირის დასკვნა „ქრონიკასთან“ შეაფასა. როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, ეს არის მნიშვნელოვანი დასკვნა, რომელმაც ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაუსვა სპეკულაციებს.
„ეს არის მნიშვნელოვანი დასკვნა, რომელმაც ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაუსვა იმ სპეკულაციებს, რომ ამ არჩევნებში რაიმე მანიპულაციას, გაყალბებას და ისეთ ქმედებას ჰქონდა ადგილი, რამაც შეიძლება ჩატარებული არჩევნების კანონიერება, სამართლიანობა ოდნავ ეჭვის ქვეშ დააყენოს.
ყველა სპეკულაცია, რაც კი არჩევნების გაყალბებასთან ან მანიპულაციას შეიძლება უკავშირდებოდეს, რაც არჩევნების ჩატარების კანონიერებას დააყენებდა ოდნავ კითხვის ნიშნის ქვეშაც, ეს საბოლოოდ უგულებელყოფილია.
ეუთო/ოდირმა საბოლოო დასკვნა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში ჩატარდა კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში. დასკვნაში აღნიშნულია, რომ ოდირი მზად არის, საქართველოს ხელისუფლებას დაეხმაროს საარჩევნო პროცესის შემდგომ გაუმჯობესებაში და ანგარიშში განსაზღვრული რეკომენდაციების განხორციელებაში.