საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინელებმა ტერიტორიულ საკითხებზე რეალისტური დისკუსიები უნდა წარმართონ. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული ტელეარხი BFMTVავრცელებს.
„აშშ-მა უნდა დაგვეხმაროს სიტუაციის ბუნების შეცვლაში და რუსეთის დარწმუნებაში, მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს, ხოლო ევროპელებს მოუწევთ შექმნან უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის“, – აღნიშნა საფრანგეთის ლიდერმა.
„უკრაინელებმა ტერიტორიულ საკითხებზე რეალისტური დისკუსიები უნდა წარმართონ, რადგან მხოლოდ მათ შეუძლიათ მათი წარმართვა“, – დასძინა მან.
კომენტარები