ავსტრიის პრეზიდენტმა, ალექსანდერ ვან დერ ბელენმა ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიის“ (FPÖ) ლიდერს ახალი მმართველი კოალიციის შექმნა დაავალა. ინფორმაციას ამის შესახებ NBC News-ი ავრცელებს.
ავსტრიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „თავისუფლების პარტიის“ ლიდერს, ჰერბერტ კიკლს აქვს ნდობა, რომ გამოძებნოს ეფექტური გადაწყვეტილებები სამთავრობო მოლაპარაკებების ფარგლებში და მას სურს შეასრულოს ეს პასუხისმგებლობა.
ავსტრიის პრეზიდენტი კოალიციის შექმნას ოქტომბრიდან ცდილობს, მაგრამ ეს მცდელობები ჩაიშალა მას შემდეგ, რაც კარლ ნეჰამერის კონსერვატიულმა ავსტრიის „სახალხო პარტიამ“, სხვა პარტიებთან ერთად, უარი თქვა ულტრამემარჯვენე FPÖ-სთან მუშაობაზე.
კომენტარები