ზელენსკის ნებისმიერი განცხადება სერიოზულობას არ წარმოადგენს. ზელენსკიცდილობს, რომ გარკვეული პოლიტიკური თავშესაფარი იპოვოს, რამენაირად თავი გადაირჩინოს, – განაცხადა „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრმა, ლევან ნიკოლეიშვილმა.
„ვხედავთ, რომ ზელენსკის არ ერიდება არც ბაიდენის ადმინისტრაციის კრიტიკას, ასევე კრიტიკულია იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ის უფრო მეტს მოელოდა, მაგრამ ნაკლები მიიღო როგორც ფინანსურად, ასევე შეიარაღების კუთხით. ყველას ახსოვს, რომ თვითონ ზელენსკი იყო ერთ-ერთი ჩამშლელი სამშვიდობო პროცესების მას მერე, რაც კი ომი მიმდინარეობს.
თუმცა, ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტია და მისი რაღაც სიტყვების გათვალისწინებამოხდება, მაგრამ ხაზგასმით ვამბობ, რომ ზელენსკი ამ შემთხვევაში ომის დასრულებასთან დაკავშირებით არ არის გადამწყვეტი ფიგურა“, – აღნიშნა ლევან ნიკოლეიშვილმა.