როდესაც ხედავს, რომ უკვე მილევად რეჟიმშია ბატონი ბაიდენის ადმინისტრაცია და უკვე მთლიანად იმედებს ამყარებს ბატონ დონალდ ტრამპზე, მან დაადანაშაულა ამერიკის მხარე კორუფციაში, – განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სკანდალურ ინტერვიუზე, სადაც მან ამერიკის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარების ფარგლებში, აშშ-ში კორუფციის კონკრეტულ ფაქტებზე ისაუბრა.
ლევან მაჭავარიანის თქმით, ანუ, მან თქვა, რომ ათობით მილიარდი დოლარი გზაში იკარგებოდა, როდესაც ტრანშებად იყო გამოყოფილი.
„მან ასევე ისიც თქვა, რომ ძალიან ბევრი ინტერესია. ომის უკან ყოველთვის ფული დგას და ძალიან ბევრი კორპორაციის ინტერესებიც იყო. თავიანთი თვითმფრინავის გამოყენების უფლებას არ აძლევდნენ რაღაცების გადასატანად-გადმოსატანად, იმიტომ, რომ იმით ხეირობდნენ ის კომპანიები, რომლებიც სხვა ტიპის ჩარტერულ თვითმფრინავებს ფლობდნენ. პირდაპირ თქვა, რომ რამდენიმე მილიარდი დოლარი უნდა მოსულიყო უკრაინაში, არ მოსულაო და მოდით ვეძებოთ სად დაიკარგა, ვინ დაკარგა და ვინ გამოიყენა ეს ყველაფერიო. ირიბად თუ პირდაპირ, მან დაადანაშაულა მოქმედი ადმინისტრაცია ასეთი სახის ბინძურ კორუფციაში“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამ საკითხზე ამერიკელ პოდკასტერ ლექს ფრიდმანთან ინტერვიუში განაცხადა.