ფილოსოფოსი მერაბ მამარდაშვილი თავის დროზე, ჯერ კიდევ 1990 წელს ამბობდა, ევროპა შეიძლება იყოს ტოკიოში და არა მაგალითად, ბერლინსა და მოსკოვში, – განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა ევროკავშირზე საუბრისას.
მისივე თქმით, ევროპა არის ღირებულებები და კულტურა.
„თუ ჩვენ ევროპაში ვგულისხმობთ რომაულ სამართალს, ბერძნულ ფილოსოფიას და ქრისტიანულ ღირებულებებს, მაშინ თანამედროვე საქართველო ბევრად უფრო ევროპულია, ვიდრე თანამედროვე ევროპა“, – აღნიშნა ზაზა შათირიშვილმა.
ფილოსოფოსის აზრით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის გადატვირთვის პირველი საშუალება დიალოგია.
კომენტარები
