გიორგი გახარიასგან აღარაფერი აღარ გვიკვირს, მან რაც გასული წლების განმავლობაში იკადრა, ეს ყველაფერი ამის გაგრძელებაა, – განაცხადა „ქართული ოცნების” დეპუტატმა და პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიორგი ჩაკვეტაძემ.
მან შეაფასა გიორგი გახარიას განცხადება, რომელიც პია კაუმას ვიზიტს ეხება.
„ის იქცა კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლად, საზოგადოებას ვერაფერს სთავაზობს. ჩვენ მისი რეიტინგი ვნახეთ, ძლივს გადალახა ბარიერი და რაც დარჩა არის ის, რომ შეურაცხყოფა მიაყენოს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, მათ შორის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს“, – აღნიშნა ჩაკვეტაძემ.
გიორგი გახარია, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს პია კაუმას, ფულის სანაცვლოდ საქართველოში ვიზიტის დაგეგმვაში ადანაშაულებს.
კომენტარები