„რაგბი ევროპის“ 2025 წლის ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრა „ბორჯღალოსნებმა“ დიდი ანგარიშით, 110:0 მოიგეს.
საქართველოს რაგბის ნაკრებსა და შვეიცარიის ნაკრებს შორის მატჩი ავჭალის სტადიონზე გაიმართა. ქართველი მორაგბეების მეტოქე ტურნირის დებიუტანტი გუნდი იყო. მატჩის პირველი ნახევარი საქართველოს გამარჯვებით – 42:0 დასრულდა.
ქართველი მორაგბეები 8 თებერვალს ნიდერლანდების გუნდს მიიღებენ, 16 თებერვალს კი სტუმრად ესპანელებთან ითამაშებენ.
ჯგუფიდან ნახევარფინალურ ეტაპზე მოხვედრა 2027 წლის მსოფლიოს თასზე თამაშის გარანტიაა, რადგან საგზურს პირდაპირ 4 საუკეთესო გუნდი მიიღებს.
კომენტარები