დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე დაზარალებულად ცნობილი ბიძინა ივანიშვილი სასამართლოში დისტანციურად 5 თებერვალს გამოიკითხება.
სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
დღევანდელ პროცესზე კი ერთი მოწმე გამოიკითხა, რომელმაც პროკურატურის პოზიცია ბიძინა ივანიშვილის ინვესტორობასთან დაკავშირებით დაადასტურა.
გიორგი ბაჩიაშვილს კი კიდევ ერთხელ მოუწია აღიარება, რომ ჩართულია პოლიტიკურ პროცესებში.
კომენტარები