რუსეთის მიერ უკრაინაში ხარკოვის რეგიონის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ბალისტიკური რაკეტით მიიტანეს იერიში ქალაქ იზიუმზე, რასაც ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, 24 კი დაშავდა.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, რუსეთმა იზიუმის ცენტრალური ნაწილი დაბომბა. თავდასხმის შედეგად ნაწილობრივ განადგურებულია ადმინისტრაციული შენობა, ასევე დაზიანდა ხუთსართულიანი საცხოვრებელი შენობა.
კომენტარები