შვედეთის პოლიციის ინფორმაციით, სამშაბათს შუადღეს, ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქ ერებრუში მდებარე სკოლაში სროლა მოხდა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.
პოლიციამ გაავრცელა განცხადება, რომ „საფრთხე ჯერ კიდევ არ არის აღმოფხვრილი“ და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა და სთხოვა, თავი შეიკავონ შემთხვევის ადგილისკენ გადაადგილებისგან.
დაჭრილების დაზიანებების სიმძიმე ჯერჯერობით უცნობია, თუმცა პოლიციის ცნობით, მათივე რიგებიდან არავინ დაშავებულა.
„ამ დროისთვის ინციდენტი განიხილება, როგორც მკვლელობის მცდელობა და მძიმე შეიარაღებული დანაშაული“, – ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.
კომენტარები