საგარეო დახმარება არ არის ქველმოქმედება, ის არსებობს შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესების წინ წაწევის მიზნით, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ.
„მე დიდი ხანია მხარს ვუჭერ საგარეო დახმარებას. კვლავაც ვუჭერ მას მხარს. თუმცა საგარეო დახმარება არ არის ქველმოქმედება. იგი არსებობს იმისთვის, რომ წინ წასწიოს შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესები. ყოველი დოლარი, რომელიც დაიხარჯება, ვიდრე მე ვარ სახელმწიფო მდივანი და პრეზიდენტი ტრამპი თეთრ სახლშია, იქნება დოლარი, რომელიც წინ წაწევს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს“, – აღნიშნა მარკო რუბიომ.
მისი თქმით, გამონაკლისები გავრცელდა იმ პროგრამებზე, რომლებიც ამერიკას უფრო უსაფრთხოს და ძლიერს ხდის.
„მაგალითად, პროგრამები, რომლებიც ეხმარება ჩვენს სანდო პარტნიორებს ნარკოტიკებისა და ტერორისტების შეჩერებაში“, – დასძინა მან.