საზღვარგარეთ USAID-ის ყველა მისიამ დახურვის ბრძანება მიიღო, ხოლო პერსონალს აშშ-ში დააბრუნებენ. ინფორმაციას ამის შესახებ ABC News-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროების ინფორმაციით, სააგენტოს ადმინისტრატორის ახლადდანიშნული მოადგილე, პიტ მაროკო სამშაბათს შეხვდა სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელობას და დაავალა, USAID-ის ყველა თანამშრომლის აშშ-ში დაბრუნება.
გავრცელებული ინფორმაციით, მაროკომ ასევე აღნიშნა, რომ თუ სახელმწიფო დეპარტამენტი ამას არ გააკეთებს, პერსონალის ევაკუაცია მოხდება ამერიკელი სამხედროების მიერ.
კომენტარები