უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფს, რომელიც „რამშტაინის“ ფორმატით არის ცნობილი, თავმჯდომარეობას აშშ-ის ნაცვლად დიდი ბრიტანეთი გაუწევს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მორიგი ასეთი შეხვედრა 12 თებერვალს არის დაგეგმილი. ცნობილია, რომ გერმანიის „რამშტაინის“ ავიაბაზის ნაცვლად ის ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში გაიმართება. მას დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ჯონ ჰილი გაუძღვება.
შეხვედრა ნატოს მინისტერიალამდე ერთი დღით ადრე გაიმართება, რათა პარტნიორებმა უკრაინის პრიორიტეტებზე და რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯებზე იმსჯელონ, აღნიშნავს მედია.
უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფი 2022 წელს შეიქმნა. მისი პირველი სხდომა 2022 წლის 26 აპრილს გერმანიაში, რამშტაინის ავიაბაზაზე გაიმართა. უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფი 50-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, აერთიანებს.