აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ხელს მოაწერს აღმასრულებელ ბრძანებას ანტიქრისტიანული მიკერძოების წინააღმდეგ. ინფორმაციას ამის შესახებ Sky News-ი ავრცელებს.
ტრამპმა აღნიშნა, რომ დღეს მოაწერს ხელს აღმასრულებელ ბრძანებას, რომლითაც გენერალური პროკურორი, პემ ბონდი დაინიშნება სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელად, რომელიც „ანტიქრისტიანული მიკერძოების აღმოფხვრას ემსახურება“.
მისი თქმით, სამუშაო ჯგუფი შეაჩერებს „ანტიქრისტიანულ დისკრიმინაციას“ ფედერალურ მთავრობაში და იმოქმედებს ანტიქრისტიანული ძალადობისა და ვანდალიზმის წინააღმდეგ.
მან ასევე გამოაცხადა რელიგიური თავისუფლების თაობაზე საპრეზიდენტო კომისიის შექმნა.
კომენტარები