მაშველებმა აშშ-ში, ალასკაზე დაკარგული Bering Air-ის თვითმფრინავი იპოვეს. ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა, – იუწყება abcnews-ი.
მაშველებმა თვითმფრინავი ზღვის ყინულზე, ნომიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, დაახლოებით 55 კილომეტრის დაშორებით იპოვეს.
თვითმფრინავში სამი ადამიანის ცხედარი იპოვეს. სავარაუდოდ, დანარჩენი შვიდი ადამიანის ცხედარიც თვითმფრინავშია. მაშველების თქმით, მათი პოვნა ამ ეტაპზე თვითმფრინავის მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ ხერხდება.
ცნობისთვის, აშშ-ში, ალასკაზე Bering Air-ის თვითმფრინავი, რომელშიც 9 მგზავრი და ერთი პილოტი იმყოფებოდა, რადარებიდან ხუთშაბათს გაქრა.
კომენტარები