„ჰამასმა“ სამი ისრაელელი მძევალი გაათავისუფლა. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალებში ადასტურებენ.
გათავისუფლებულები – ოჰად ბენ ამი, ელი შარაბი და ორ ლევი „ჰამასმა“ უკვე გადასცა „წითელ ჯვარს“.
მძევლები პირველად შემოწმებას გაივლიან ღაზას საზღვართან მდებარე ისრაელის სამხედრო დაწესებულებაში, რის შემდეგაც მათ ვერტმფრენით ისრაელის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვნენ.
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირველ ეტაპზე 33 ისრაელელი მძევლის გათავისუფლება იგეგმება, სანაცვლოდ, ციხეებს დაახლოებით 1 900 პალესტინელი პატიმარი დატოვებს.
კომენტარები