ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ვაშლიჯვარში. მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ქვეითს შეეჯახა, მანქანა კი ამობრუნდა.
დაშავებული ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილს უცხო ქვეყნის მოქალაქე მართავდა.
შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების, მეხანძრე-მაშველებისა და საპატრულო პოლიციის დანაყოფები არიან მობილიზებულნი.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში “რუსთავი 2-ს” განიცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.
კომენტარები