11 თებერვალს სასტუმრო სასტუმრო „შერატონ პალასში“ „ქართული ბრენდის დღე 2024“ აღინიშნა.
დაჯილდოების ცერემონიამ, როგორც მოსალოდნელი იყო, საინტერესოდ ჩაიარა – წარმატებულ ქართულ კომპანიებსა და ასევე წარმატებულ პიროვნებებს პრესტიჟული ჯილდოები გადაეცათ. ღონისძიებას ესწრებოდნენ ბიზნესმენები და ცნობილი სახეები. მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული გახლდათ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის წარმატებული ხელმძღვანელი, ექიმი და რეფორმატორი ლევან რატიანი.
საინფორმაციო სააგენტო “ექსკლუზივ ნიუსის” სახელით, ვულოცავთ ბატონ ლევანს ამ საპატიო ჯილდოს და ვუსურვებთ წარმატებებს.
კომენტარები