აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის არ მიიჩნევს, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება მიზანშეწონილია და ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკრაინა თავის ყველა ტერიტორიას დაიბრუნებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
ტრამპმა ოთხშაბათს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას უკრაინაში მიმდინარე ომი განიხილა.
ტრამპმა აღნიშნა, რომ ის და პუტინი, სავარაუდოდ, საუდის არაბეთში შეხვდებიან ერთმანეთს.
მან პუტინთან სატელეფონო საუბარს უწოდა „კარგი საუბარი“ და აღნიშნა, რომ ის ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა.
კომენტარები