ირაკლი ხმალაძის განცხადებით, “ინტერ რაო” საქართველოს მთავრობას შორის დავა საარბიტრაჟო სასამართლომდე მისული არ არის.
მისი თქმით, ჯერჯერობით, “ინტერ რაო”-მ საპრეტენზიო წერილი წარმოადგინა, რომელიც ასევე გათვალკისწინებულია მთავრობასთან გაფორმებულ მემორანდუმში და საკიტხმა ფორმალური პროცესი უნდა გაიაროს, რომ დავამდე მივიდეს.
“ამ ფორმატში საკითხი გადასულია მოლაპარაკებების ეტაპზე. ვართ კონსულტაციის რეჟიმში და ვიმედოვნებთ, რომ კონსულტაციები პოზიტიურად დასრულდება და არ მოგვიწევს არბიტრაჟში გადასვლა. დეტალებზე საუბარი გამიჭირდება და ნაადრევია საუბარი არბიტრაჯთან დაკავშირებით”, – განაცხადა ხმალაძემ.
მისი თქმით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საკითხი მიდგა იქამდე, რომ საქმე გადავიდეს არბიტრაჯში.
“ვთვლით, რომ არის არის იმის რესურსი, რომ საკითხი მოლაპარაკებით დასრულდეს. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ მაიცნ დავამდე მივა, გავქვს ის არგუმენტირებული პოზიციები, რომლითაც საქართველოს მხარე არ დაზარალდება”, – აღნიშნა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ.
“ინტერ რაო” საქართველოს მთავრობას საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივის – ლარის გაუფასურების გამო კომპენსაციას ითხოვს. კომპანია ათეულმილიონიან ზარალზე საუბრობს.
ТАСС-ის ინფორმაციით, “ინტერ რაოს” სტრუქტურები – Silk Road Holdings B.V. და Gardabani Holdings B.V., რომლებიც დარეგისტრირებულები არიან ნიდერლანდებში და ფლობენ ქართული გამანაწილებელი კომპანია “თელასის” 75 %-ს და “ხრამი ჰესი 1”-ს და “ხრამი ჰესი 2-ს, დაცულები არიან საქართველო-ნიდერლანდების შეთანხმებით. ქართულმა მხარემ უნდა აანაზღაუროს გაცვლითი კურსისგან მიღებული ზარალი. მთავარი პრეტენზია ტარიფს უკავშირდება. ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ელექტროენერგიის ტარიფების გაანგარიშების 2014 წლის მეთოდოლოგიაში არ შევიდა ადგილობრივი ვალუტის გაუფასურების გამო დანაკარგი. კომპანიებმა საქართველოს მთავრობას ტარიფების შეცვლაზე 2016 წელს მიმართეს. მარეგულირებელმა კომისიამ უარი განაცხადა.
www.primetime.ge