სინოპტიკოსები ქუთაისში ძლიერ წვიმას პროგნოზირებენ – დღისით +27 და ღამით +19 გრადუსია მოსალოდნელი.
ოზურგეთშიც იწვიმებს. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17.
ბათუმშიც იწვიმებს. დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთშიც წვიმას ვარაუდობენ. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია მოსალოდნელი.
ნალექიანი დღეა ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +28, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი.
წვიმა ელჭექითაა მოსალოდნელი სოხუმში. +27 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაშის წვიმას ვარაუდობენ, დღისით +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.
ამბროლაურშიც წვიმიანი დღეა, ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმიანი ამინდია ჭიათურაში, დღისით +29 გრადუსი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეშიც წვიმიანი დღეა. დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +7 გრადუსი იქნება.
ბორჯომშიც წვიმიანი ამინდია, +25 იქნება დღისით, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება.
გორშიც წვიმაა. დღისით +25 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმაა ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი. დღის განმავლობაში +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +6 გრადუსი იქნება.
ომალოში დღისით +16, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება და ძლიერი წვიმა ელჭექითაა მოსალოდნელი.
ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. აქაც წვიმს.
წვიმიანი დღე იქნება თელავში, სადაც +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსია ნავარაუდევი.
წვიმიან ამინდს ვარაუდობენ გურჯაანში. დღისით +24 გრადუსი, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.
სიღნაღში წვიმაა მოსალოდნელი, დღისით +24 გრადუსი იქნება, ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში წვიამიანი დღეა. დღისით +24 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც ნალექიან ამინდს პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +15 გრადუსი იქნება.