ეროვნულ სკრინინგ ცენტრს შშმ ადაპტირებული ინვენტარი გადაეცა. ცენტრში, რომელიც მუდმივად აუმჯობესებს სამედიცინო სერვისების მიწოდების ხარისხს, სიახლეა.
ცენტრის ოთხივე ფილიალი აღჭურვილია ახალი სამედიცინო ინვენტარით, რომელიც საშუალებას იძლევა შესაბამისი საჭიროების მქონდე პირებმა სრულყოფილი სამედიცინო მომსახურება მიიღონ.
ეროვნულ სკრინინგ ცენტრს გაეროს მოსახლეობის ფონდის, საქართველოს ოფისის, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს პარტნიორობის ფარგლებში, შშმ პირებისთვის ადაპტირებული 4 გინეკოლოგიური სკამი და ჰისტეროსკოპი გადაეცა.
კომენტარები