საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე და სტიქიის ზონაში მყოფი დეპუტატები გურიიდან იმერეთში გაემგზავრნენ.
ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც პარლამენტარები, მუნიციპალიტეტების მერები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, იმერეთში არსებული ვითარება განიხილეს.
სოფლების ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია. პარალელურად აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს მძიმე ტექნიკით გზის გაწმენდითი სამუშაოები.
რამდენიმე მუნიციპალიტეტში რთული ვითარებაა და სოფლების ნაწილი გარე სამყაროს მოწყვეტილია. როგორც აღინიშნა, იმერეთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში შესაძლოა თავდაცვის ძალები ჩაერთონ.
უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, ადგილობრივ ხელისუფლებას მოსახლეობასთან მუდმივი კონტაქტი აქვს და ცოცხალი ძალით ცდილობენ მათთვის საჭირო საკვებისა თუ მედიკამენტების მიწოდებას.