აშშ არ გეგმავს უკრაინისთვის დახმარების მიწოდების განახლებას, ვიდრე პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არ გადადგება. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა Bild-ი ავრცელებს.
„დონალდ ტრამპი აშანტაჟებს ზელენსკის იარაღის მიწოდებით, ითხოვს მის გადადგომას და არჩევნების ჩატარებას უკრაინაში“, – წერს გერმანული გამოცემა.
მანამდე ამერიკულმა გამოცემა POLITICO-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამერიკელი ოფიციალური პირები უკვე შეხვდნენ ზელენსკის პოლიტიკურ ოპონენტებს, იულია ტიმოშენკოსა და პეტრო პოროშენკოს, რათა განეხილათ შესაძლო არჩევნები.
კომენტარები