სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი, ფონდი Freedo Online-ის დირექტორი მაიკ ბენცი აცხადებს რომ, USAID-ი და სოროსის ფონდი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში ამბოხებებს იმისთვის აფინანსებდნენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მამხილებელი კანონი არ მიეღოთ და მათი საქმიანობა და ფინანსები დაფარული ყოფილიყო.
ბენცმა ვარდების რევოლუციაც გაიხსენა, რომელიც სოროსის დაფინანსებით მოხდა.
„საქართველოში, სლოვაკეთსა და უნგრეთში სოროსისა და USAID-ის დაქირავებული ამბოხებები იმიტომ ხდება, რომ არ მიეღოთ ე.წ. ანტი-არასამთავრობოების კანონი, რომ არ გამოაშკარავებულიყო სოროსის არასამთავრობოები. დაუშვებელი იყო ამ ქვეყნებს მიეღოთ ეროვნული კანონმდებლობა, რომელიც ჩვენი FARA-ს იდენტურია, რადგან შემდეგ საქართველო, სლოვაკეთი, უნგრეთი გაიგებდნენ, თუ რა რაოდენობის მარიონეტული ფული შედის მათ ქვეყნებში სოროსის ქსელიდან და USAID-გან.
სოროსის არასამთავრობო ორგანიზაციები სხვადასხვა ქვეყანაში ხალხის მობილიზების მთავარი ძალაა. სამოქალაქო ინსტიტუტები კი მარიონეტული ინსტიტუტებია, სისტემატურად აფინანსებენ ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოებას, პოლიტიკოსებს, უნივერსიტეტებს, საპირისპირო აზრის გამტარებელ საგაზეთო სტატიებს კი მაგალითად, რომლებიც სოროსის ქსელს ამხელს, ანტიკამპანიას უწოდებენ. ასეთი არაკეთილსინდისიერები არიან. უკრაინასა და საქართველოში ე.წ. პროდემოკრატიულ რევოლუციებში სოროსის ჩართულობაზე საუბრობდა სახელმწიფო დეპარტამენტი, ანუ მათ ძალადობრივი სახელმწიფო გადატრიალებები პროდემოკრატიულ რევოლუციებად შერაცხეს“, – განაცხადა ბენცმა.