“დაბალი დონის ფრანგი პოლიტიკოსი” – ასე მოიხსენია თეთრი სახლის პრესმდივანმა ფრანგი ევროპარლამენტარი, რაფაელ გლუკსმანი, როდესაც ჟურნალისტმა მისი განცხადების შეფასება სთხოვა.
“ჩემი რჩევა ამ დაბალი დონის ფრანგი პოლიტიკოსისთვის იქნება იმის შეხსენება, რომ მხოლოდ აშშ-ის დამსახურებაა, რომ ფრანგები ახლა გერმანულად არ საუბრობენ. ამიტომ ისინი ძალიან მადლიერნი უნდა იყვნენ”, – განაცხადა კაროლინ ლევიტმა.
იქამდე, გლუკსმანმა თქვა, რომ “ამერიკამ თავისუფლების ქანდაკება უნდა დააბრუნოს, რადგან ის აღარ არის დემოკრატიული ღირებულებების ერთგული”.
კომენტარები