“პრეზიდენტ ზელენსკის ეყო გამბედაობა, დათანხმებოდა ამერიკულ წინადადებას 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ახლა რუსეთის ჯერია, დაამტკიცოს, რომ მას ნამდვილად სურს მშვიდობა”, – წერსსაფრანგეთის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.
ემანუელ მაკრონი აღნიშნავს, რომ დროა, უკრაინაში მშვიდობის დამყარებისთვის კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას პარტნიორებთან ერთად.
“იარაღი უნდა დადუმდეს, სისასტიკე და დივერსია უნდა შეწყდეს. [რუსეთში] დეპორტირებული უკრაინელი ბავშვები ოჯახებს უნდა დაუბრუნდნენ – ეს არის ყველა ის პირობა, რომელიც რუსეთმა უნდა შეასრულოს. დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი ტრამპი ამ საქმის ერთგულია.
ახლა ჩვენ, პარტნიორთან ერთად, წინ უნდა წავიდეთ, რათა წარმოვადგინოთ კონკრეტული სამშვიდობო გეგმა – სამშვიდობო გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინის უსაფრთხოების ძლიერ გარანტიებს; სამშვიდობო გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს გრძელვადიან მშვიდობას უკრაინასა და ევროპაში; სამშვიდობო გეგმა, რომელიც ხელს უშლის რუსეთს ხელახლა შეტევაში”, – წერს მაკრონი.