თეთრი სახლის პრესმდივნის მოადგილემ, ჰარისონ ფილდსმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინი პატივს სცემს დონალდ ტრამპს.
მისი თქმით, ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი პუტინთან საუბრისთვის, რომელიც დღეს საღამოს გაიმართება, და რაც შეიძლება მალე სურს მშვიდობის მიღწევა.
„მან უკრაინელებს Javelin-ები გადასცა, მაშინ როდესაც პრეზიდენტი ობამა მათ ბალიშებსა და საბნებს აძლევდა. ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი და საბოლოოდ მას მშვიდობის მიღწევა სურს“, – აღნიშნა ჰარისონ ფილდსმა.
მისი თქმით, პუტინმა ასევე გააცნობიერა, რომ აშშ-ის პრეზიდენტთან იმავე თამაშს ვეღარ ითამაშებს, რომელსაც ჯო ბაიდენთან, ბარაკ ობამასთან და ჯორჯ ბუშთან თამაშობდა.
კომენტარები