მე ნაციონალისტი ვარ, მაგრამ მე ნაციონალისტი ვარ შეერთებული შტატებისთვის და არა სხვისთვის, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტელეარხ Fox News-თან ინტერვიუში.
ჟურნალისტის კითხვაზე – კრიტიკა, რომელიც მოგისმენიათ, არის ის, რომ პუტინთან უფრო მეტი საერთო გაქვთ, ვიდრე გლობალისტ ლიდერებთან. თქვენ ორივე ნაციონალისტები ხართ – დონალდ ტრამპმა უპასუხა:
მე ვარ ნაციონალისტი, მაგრამ მე ვარ ნაციონალისტი შეერთებული შტატებისთვის და არა სხვისთვის. და ეს საინტერესოა, რადგან რუსეთის მიმართ ჩემზე ხისტი არავინ ყოფილა. […] ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა პუტინთან, სი ძინპინთან, კიმ ჩენ ინთან. საუბარია კარგ ურთიერთობაზე და ეს დადებითია. ეს არ არის უარყოფითი, მაგრამ ამავდროულად, მე ჩვენი ქვეყნისთვის ვზრუნავ.
კომენტარები