მათ შესაბამის კომისიაში კონკურსის წესით გაიარეს შეფასებები და დაველოდოთ კომისიის გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ირმა ნადირაშვილის, განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.
ნადირაშვილმა ხელისუფლება ნეპოტიზმში დაადანაშაულა. მისი თქმით, მაშინ როდესაც თავდაცვის სამინისტროში ოპტიმიზაცია მიმდინარეობდა, უმრავლესობის წევრი დეპუტატების, თამარ ხულორდავასა და სოფიო კილაძის მეუღლეები, უწყებაში დაასაქმეს.
“თითოეულ საშტატო თანამდებობაზე არსებობს საკვალიფიკაციო მოთხოვნები, ყველაფერი იქნება კანონის დაცვით და თუ ისინი აკმაყოფილებენ გარკვეულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, არავინ არ არის შეზღუდული. დამისახელეთ ერთი ნათესავი, რომელიც არის დასაქმებული ჩემს უწყებაში – ნეპოტიზმია როცა ნათესავს ასაქმებ”, – განაცხადა ლევან იზორიამ.