ქედს ვიხრი იმ გმირების წინაშე, ვინც ამ სამსახურისთვის სიცოცხლე გასწირა, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ჟურნალისტებს გორში, I ქვეითი ბრიგადის სამხედრო ბაზაზე განუცხადა, სადაც შეიარაღებული ძალების დღესთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებები მიმდინარეობს.
როგორც იზორიამ აღნიშნა, ქედს იხრის იმ გმირების წინაშე, ვინც ამ სამსახურისთვის სიცოცხლე გასწირა.
”შეიარაღებული ძალების თითოეული ოფიცერი, სერჟანტი, კაპრალი, რიგითი, წარმოადგენს მაგალითს იმისა, თუ როგორ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა, როგორ უნდა ემსახურო მას, როგორ უნდა დაიცვა ეროვნული ღირსება. ამიტომ, თითოეული ქართველის მადლიერებაც მინდა გამოვხატო ამ მილოცვაში, ასევე მინდა გამოვხატო ჩემი პატივისცემა. ქედს ვიხრი იმ გმირების წინაშე, ვინც ამ სამსახურისთვის სიცოცხლე გასწირა”, – განაცხადა ლევან იზორიამ.
საქართველოს შეიარაღებული ძალების დაარსებიდან 26 წლის იუბილე დღეს, საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნება.
კომენტარები