ქართულმა ჯარმა ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა დამოუკიდებელი, დემოკრატიული საქართველოს ჩამოყალიბების პროცესში, თქვენ ასრულებთ ყველაზე საპატიო საქმეს დედამიწის ზურგზე და გაქვთ ჩვენი ხალხის უდიდესი სიყვარული, – ამ სიტყვებით მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შეიარაღებულ ძალებს დაარსებიდან 26 წლის იუბილე.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაური, უმცროს შვილთან, ნიკოლოზთან ერთად, დღეს გორში, I ქვეითი ბრიგადის სამხედრო ბაზაზე იმყოფებოდა, სადაც შეიარაღებული ძალების დღესთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრო.
პრემიერმა გვირგვინით შეამკო დაღუპულ სამხედროთა მემორიალი, ასევე სიტყვით მიმართა ავღანეთის მისიიდან დაბრუნებულ სამხედრო მოსამსახურეებს და შეიარაღებული ძალების დღე და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება მიულოცა.
“გილოცავთ საქართველოს შეიარაღებული ძალების 26 წლის იუბილეს. ეს 26 წელი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი შეიარაღებული ძალებისთვის უამრავი გამოწვევით აღსავსე გახლდათ და ქართულმა ჯარმა ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა დამოუკიდებელი, დემოკრატიული საქართველოს ჩამოყალიბების პროცესში. ჩვენ უამრავი გმირობის მაგალითი გვახსოვს მთელი ამ წლების განმავლობაში. თქვენ ასრულებთ ყველაზე საპატიო საქმეს დედამიწის ზურგზე და გაქვთ ჩვენი ხალხის უდიდესი სიყვარული. გილოცავთ დღევანდელ დღეს. მინდა, პატივი მივაგო ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე მიიტანეს ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავლის სამსხვერპლოზე. ყველა თქვენგანს ვულოცავ სახლში, თქვენს ოჯახებში მშვიდობით დაბრუნებას და გისურვებთ ჩვენი ქვეყნის სიხარულით და ნათელი ფერებით აღსავსე მომავალს. ამ მომავლის შენებაში თქვენ გაქვთ ყველაზე დიდი წვლილი, ამიტომ მინდა, თითოეულ თქვენგანს ყველაზე დიდი მადლობა გადაგიხადოთ. გილოცავთ მთელი ქვეყნისთვის ამ ძალიან დიდ დღესასწაულს”, – მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეებს.
მთავრობის მეთაურმა, შვილთან ერთად, სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე გმირების ხეივანში ნერგი დარგო. ისინი ასევე დაესწრნენ სპორტულ ღონისძიებებს და შეიარაღებული და საბრძოლო ტექნიკის გამოფენა დაათვალიერეს.

კომენტარები