“ევროპული საქართველოს” წევრმა ოთო კახიძემ პარლამენტში მოხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ტელეკომპანია “პირველის” ეთერში მცირე განმარტება გააკეთა:
“მე მინდა გამოვთქვა სურვილი, რომ საქართველოს პარლამენტში ყველა დეპუტატმა პატივი სცეს საზოგადოებას და პარლამენტში პოლიტიკური დებატები არ უნდა გადავიდეს სხვადასხვა ტიპის დაპირისპირებაში. ეს ყველას ეხება საქართველოს პარლამენტში. ეს იყო მცირედი გაუგებრობა, სერიოზული არაფერი ყოფილა, არც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული. თავს კარგად ვგრძნობ“, – განაცხადა კახიძემ.
კომენტარები