ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ კანონპროექტს, რომელიც აბორტის აკძრალვას ითვალისწინებს, კომიტეტი დაახლოებით ორ კვირაში განიხილავს.
როგორც ზოიძემ ტელეკომპანია “იბერიას” თოქშოუ “პრიორიტეტში” განაცხადა, პირადად ის ინიციატივას არ ემხრობა.
“თუმცა მე არ ვირებ ამ გადაწყვეტილებას. ყველამ გამოვიარეთ ის პერიოდი, როდესაც საბჭოთა პერიოდში აკრძალული იყო, რაც იატაკქვეშა აბორტებს იწვევდა, არც დაკავშირებული იყო უამრავ პრობლემასთან”, – განაცხადა ზოიძემ.
მისი თქმით, ხელისუფლებას მიაჩნია, რომ აბორტის შესახებ კანონი საერთაშორისო კანონმდებლობასთანაა მიახლოებული და მასზე გადაწყევტილებას უნდა იღებდეს ორსული ქალბატონი.
“მთავარი მომენტია, რომ აბორტების შემცირებიასკენ მივმართოთ ყველა ძალისხმევა. დღეს სიტუაცია შეცვლილია, თუმცა დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს”, – განაცხადა ზოიძემ.