როდესაც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია მუშაობს აბსოლუტური გახსნილობით და ღიაობით, მას ქვეყნის პრეზიდენტი არ უნდა უპირისპირდებოდეს და საწინააღმდეგო კამპანიას არ ატარებდეს, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელიამ განაცხადა.
“მე რაც მგონია, რომ არ არის მართებული, სასიამოვნო და კარგი, არის ის, რომ როდესაც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია მუშაობს აბსოლუტური გახსნილობით და ღიაობით, მას ქვეყნის პრეზიდენტი არ უნდა უპირისპირდებოდეს და საწინააღმდეგო კამპანიას არ ატარებდეს. ეს არ არის ქვეყნისთვის სარგებლის და სიკეთის მომტანი და ეს პროცესს არ ეხმარება.
პრეზიდენტს, რა თქმა უნდა, შეუძლია შეხვდეს მოქალაქეებს, ჯგუფებს, ესაუბროს, გნებავთ კონსტიტუციაზე, ნებისმიერ საკითხზე, ამ მხრივ, არც მას და არც სხვას არავითარი შეზღუდვა არ აქვს, მაგრამ თუ ისმის კითხვა, რამდენად ეხმარება ეს პროცესი ამ რეფორმას და საერთო კონსესუსს, რა თქმა უნდა, არ ეხმარება”, – განაცხადა ბესელიამ.