ტრამპის ადმინისტრაციამ სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებს დაავალა, ანონიმური შეტყობინებები დაწერონ უწყებაში ანტიქრისტიანული მიკერძოების ნებისმიერი გამოვლინების შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, აღნიშნული მითითება აშშ-ის საელჩოებს სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს სახელით გაეგზავნა.
კერძოდ, სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებს მოუწოდებენ, ერთმანეთზე ანონიმური შეტყობინებები დაწერონ.
„მოხსენებები უნდა იყოს რაც შეიძლება დეტალური, სახელების, თარიღებისა და ადგილების ჩათვლით, სადაც მოხდა ინციდენტი“, – ნათქვამია მარკო რუბიოს სახელით გაგზავნილ ინსტრუქციაში.
როგორც გამოცემა POLITICO წერს, სახელმწიფო დეპარტამენტის ზოგიერთი თანამშრომელი დოკუმენტის შინაარსით შოკირებულია.
კომენტარები