რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს.
როგორც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, უკრაინაში 277 სამხედრო ტყვე დაბრუნდა.
ვოლიდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსეთიდან დაბრუნებულ უკრაინელ დამცველებს შორის არიან უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროები, ეროვნული გვარდიის წევრები და მესაზღვრეები.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ისინი იცავდნენ მარიუპოლსა და დონეცკის ოლქს, ხერსონის, ზაპორიჟიისა და ლუგანსკის რეგიონების სხვადასხვა ტერიტორიას.
უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მონაწილეობდა ტყვეთა გაცვლის ორგანიზებაში, განსაკუთრებით არაბთა გაერთიანებული საამიროებს.
ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინიდან 246 სამხედრო ტყვე დაიბრუნა, ხოლო სანაცვლოდ უკრაინას 246 უკრაინელი ტყვე და, კეთილგანწყობის ნიშნად, 31 დაჭრილი სამხედრო გადასცა.
ტყვეობიდან დაბრუნებული რუსი სამხედროები ბელარუსის ტერიტორიაზე იმყოფებიან და ამჟამად საჭირო სამედიცინო დახმარებას იღებენ.