The Wall Street Journal-ის ცნობით, დონალდ ტრამპმა ევროპელ ლიდერებს უთხრა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მზად არ არის უკრაინაში ომი დაასრულოს, რადგან მიიჩნევს, რომ ფრონტის ხაზზე იმარჯვებს.
გამოცემის ცნობით, ეს განცხადება ამერიკის პრეზიდენტმა პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და უკრაინის ლიდერებთან საუბრისას გააკეთა. WSJ წერს, რომ მიუხედავად ამ პოზიციისა, უკრაინამ და მისმა ევროპელმა მოკავშირეებმა ვერ შეძლეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების აუცილებლობაში ტრამპის დარწმუნება.
სატელეფონო საუბარი დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის 19 მაისს შედგა, რის შემდეგაც აშშ-ის პრეზიდენტი ევროპელ ლიდერებს დაუკავშირდა.
კომენტარები