ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
”უკვე აშკარა და თვალსაჩინოა პროცესები, რაც საქართველოს ხელისუფლებაში მიმდინარეობს დღეს;
– ახალი საკადრო ცვლილებები,
– საკანონმდებლო ცვლილებები,
– ძალოვანების სერიოზული ანტინარკოტიკული აქტივობა,
– ერის ყველაზე ახალგაზრდა ნაწილის დამანგრეველი, სააფთიაქო ნარკომანიის და ფსიქოტროპების წინააღმდეგ ბრძოლის საკანონმდებლო ცვლილებები, და კონტროლის გამკაცრება,
– ჩანაცვლებითი თერაპიის, მეთადონის და სუბოქსონის შეძენის სახელმწიფოს ხელში გადასვლა და კონტროლის გამკაცრება,
-საპარლამენტო კომისიის მუშაობა და უმძიმესი ისტორიები, რომელიც მეც კი მაკვირვებს, თავისი სისასტიკით, სისტემური დანაშაულის დოკუმენტირება,
– სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედი ადამიანების, მტრის მსახურთა სახელდება და მათი დანაშაულებრივი ქმედებების გამომზეურება;
– გათავხედებულ მტრის მსახურთა თარეშის აღკვეთა სასამართლოში და ძალოვანების წინააღმდეგ,
-აღვირახსნილი ელჩების მავნებლობის სახელდება,
-საკანონმდებლო ცვლილებები ცილისწამების წინააღმდეგ…
ყველაფერს ვერ ჩამოვთვლი.
ჩემი თვალით დანახული, სახეზეა დიდი ხნის ნანატრ-ნალოდინები რეფორმების ახალი, მწყობრი ჯაჭვია, სწორად დალაგებული და დროში გაწერილი.
– თუ ეს ასეა, და სასურველს რეალობად არ ვიღებ, მაშინ, ჩვენ სერიოზულ, სახელმწიფოებრივად სასიკეთო ეტაპზე გადავდივართ!
– თუ ეს ასეა, მაშინ ჩვენ უკვე ნამდვილი, ქართველი რეფორმატორების გუნდი გვყავს!
-გზა მშვიდობისა, საქართველოს სასიკეთოდ!
👍✊️👏”