28 ივნისს სინოპტიკოსები მზიან დღეს ვარაუდობენ ქუთაისში – დღისით +35 და ღამით +19 გრადუსია მოსალოდნელი.
ოზურგეთშიც მზიანი ამინდია. დღისით +34 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17. ასევე მოსაოდნელია სუსტი ქარი.
ბათუმშიც მზიანი დღე იქნება, დღისით ჰაერი +32 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთშიც უნალექო ამინდს ვარაუდობენ. დღისით +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია მოსალოდნელი.
უნალექო დღეა ზუგდიდში, სადაც დღისით ტემპერატურა +33, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი.
მზიანი დღეა სოხუმში. +30 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში უნალექო ამინდს ვარაუდობენ, დღისით +26 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.
ამბროლაურშიც მზიანი დღეა, ჰაერი +32 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.
მზიანი ამინდია ჭიათურაში, დღისით +33 გრადუსი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეშიც მზიანი დღეა. დღისით ჰაერი +31 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +11 გრადუსი იქნება.
ბორჯომში მზიანი ამინდია, +30 იქნება დღისით, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.
მზიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.
გორშიც მზეა. დღისით +32 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.
მზიანი დღეა ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +31 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დღის განმავლობაში +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +8 გრადუსი იქნება.
ომალოში დღისით +21, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +31 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.
მზიანი დღე იქნება თელავშიც, +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი.
მზიან ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +33 გრადუსი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.
სიღნაღში მზეა მოსალოდნელი, დღისით +30 გრადუსი იქნება, ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავშიც უნალექო დღეა. დღისით +33 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც მზიან ამინდს პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +21 გრადუსი იქნება.