4 ივლისი ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეა. თბილისში ამერიკის საელჩოში ოფიციალური მიღება გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები. ელჩმა დანიგანმა სტუმრებს სიტყვითაც მიმართა.
„ამერიკის შეერთებული შტატები იყო და არის საქართველოს ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა საბჭოთა კავშირისგან 1991 წელს. ახლაც ბევრი სხვა ადამიანი იხდის ფასს დემოკრატიის დაცვისთვის. დღესაც ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტი მოქალაქეები პატიმრობაში არიან. განსაკუთრებული მადლობა მინდა, გადავიხადო ჩვენს USAID-ის გუნდს და მადლიერებით მინდა აღვნიშნო თქვენი დანატოვარი ამ ქვეყანაში. ჩვენ ყოველთვის ვიქნებით საქართველოს მეგობრები და როცა წავალ, ჩემი გულის ნაწილი აქ დარჩება. მე არასდროს შევწყვეტ საქართველოს დემოკრატიის მომავლის რწმენას და მის მხარდაჭერას”, – განაცხადა რობინ დანიგანმა.