3 ივლისს ქუთაისში დღისით +24 და ღამით +16 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები წვიმიან ამინდს ვარაუდობენ.
წვიმას ელოდებიან ოზურგეთშიც, დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15. ბათუმშიც ნალექიანი ამინდი იქნება, დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება.
იწვიმებს ფოთშიც. დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს ზუგდიდში, დღისით ტემპერატურა +23, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი.
ნალექიანი დღეა სოხუმში. +22 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაშიც წვიმაა, დღისით +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც ნალექიანი დღე იქნება. ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.
იწვიმებს ჭიათურაში, დღისით +20 გრადუსი, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეშიც ნალექიან ამინდს ვარაუდობენ. დღისით ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +10 გრადუსი იქნება.
ნალექიანი დღეა ბორჯომში, +21 იქნება დღისით, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმაა მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება.
გორში ნალექიანი დღეა. დღისით +24 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა იქნება ცხინვალში, ჰაერის ტემპერატურა +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში ნალექიანი ამინდია ნავარაუდევი. დღის განმავლობაში +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება. ომალოში იწვიმებს, დღისით +14, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში წვიმიანი ამინდია. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი ამინდი იქნება თელავში, სადაც დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი.
გურჯაანში ნალექიან ამინდს ელოდებიან. დღისით +22 გრადუსი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში წვიმიანი დღე იქნება. დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში ნალექიანი ამინდი იქნება. დღისით +24 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +15 გრადუსი იქნება.